აშშ-ში 56 წლის კაცი ვეშაპმა გადაყლაპა, თუმცა მალევე უკან გადმოაგდო

საქართველო, თბილისი - 21:05 | 12.06.2021
ნანახია: 1042

აშშ-ში 56 წლის მამაკაცი ვეშაპმა გადაყლაპა, თუმცა მალევე უკან გადმოაგდო.

მაიკლ პაკარდი კიბორჩხალებზე მონადირეა. ის ყვება, რომ 11 ივნისს, დილით, მასაჩუსეტსის შტატში, კეიპ-კოდის ნახევარკუნძულის სანაპიროზე ზღვაში ნავით გავიდა. ამინდი თბილი და უქარო იყო, ხილვადობა კი კარგი. ჩაყვინთვის დროს ძლიერი ბიძგი იგრძნო და სრულ სიბნელეში აღმოჩნდა „ვგრძნობდი, რომ ვმოძრაობდი და ვეშაპის კუნთები მიჭერდა“, - თქვა პაკარდიმ გამოცემა Cape Cod Times-თან.

კიბორჩხალებზე მონადირე ამბობს, რომ თავიდან ფიქრობდა, რომ ზვიგენის პირში იმყოფებოდა,“მაგრამ მივხვდი, რომ გარშემო კბილები არ იყო“. თუმცა, ამას მისთვის შვება რა მოუტანია. „ო, ღმერთო! მე ვეშაპის პირში ვარ და ის ჩემს ჩაყლაპვას ცდილობს. დამთავრდა, ახლა მოვკვდები“, - იხსნებს თავის ფიქრებს პაკარდი. მისი თქმით, ის ფიქრობდა თავის ცოლსა და 12 და 15 წლის ვაჟებზე.

უცებ იგრძნო დისკომფორტი. ვეშაპმა თავი გაამოძრავა, ზედაპირზე ამოცურდა და პირის ღრუდან პაკარდი გადმოადგო. პაკარდის თქმით, ვეშაპის სხეულში 30-40 წამი გაატარა.

მისმა მეგობარმა, რომელიც ნავში იმყოფებოდა, სამაშველო სამსახური გამოიძახა. პაკარდი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და რამდენიმე საათში საავადმყოფო დატოვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე