Nestlé ვაქცინების შესაძენად საქართველოს 100 000 შვეიცარულ ფრანკს გამოუყოფს

საქართველო, თბილისი - 11:33 | 21.07.2021
ნანახია: 244

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია Nestlé-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, ვაქცინების შესყიდვის მიზნით, საქართველოსთვის 100 000 შვეიცარული ფრანკის ოდენობის საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი ვაქცინების ფართო და სამართლიანი განაწილებაა.

Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - KitKat, Nescafé, Nespresso, Nesquik -ი და სხვა. კომპანია მსოფლიოს 186 ქვეყანაში ოპერირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე