„თალიბანის“ მთავრობის წევრი ამბობს, რომ ავღანელ ქალებს მუშაობა არ ეკრძალებათ

საქართველო, თბილისი - 18:32 | 14.09.2021
ნანახია: 181

ექსტრემისტული მოძრაობა „თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანელ ქალებს არ უკრძლავს რაიმე საქმიანობას, თუ ის შარიათის კანონებსა და ადათებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ თალიბების დროებით მთვარობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მოთაქიმ განაცხადა.

 „ჩვენ არ აგვიკრძალავს ქალებისთვის რაიმე სახის საქმიანობა, რომელიც ჩვენს ადათებსა და შარაიათს შეესაბამება“, - განაცხადა მან ქაბულში პრესკონფერენციაზე.

ამირ ხან მოთაქიმ ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთის ქვეყნები იმყოფებიან თალიბების მიმართ უსამართლო ცრურწმენების გავლენის ქვეშ. „ჩვენ პატივს ვემთ ადამიანის უფლებებს, ამთ შორის ქალების უფლებებსაც“, - თქვა მან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე