ილონ მასკი მილიარდერების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილს დაუბრუნდა - Forbes

საქართველო, თბილისი - 16:56 | 28.09.2021
ნანახია: 1058

ბიზნესმენი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველი პოზიციას დაუბრუნდა. ამასთან, მისმა ქონებამ 200 მლრდ დოლარს პირველად გადააჭარბა. მონაცემებს Forbes-ი ავრცელებს.

SpaceX-ის დამფუძნებელი და Tesla-ს გენერალური დირექტორი ერთ დღე-ღამეში 3,8 მლრდ დოლარით გამდიდრდა. მისმა ქონებამ 27 სექტემბერს, ვაჭრობის დასრულებისას 203,4 მლრდ დოლარი შეადგინა. ამგვარად, ის გახდა მესამე ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც 200 მლრდ დოლარიანი ზღვარი გადალახა, პირველი ასეთი ადამიანი აგვისტოში გახდა Amazon-ის დამფუნებელი ჯეფ ბეზოსი, მეორე კი Louis Vuitton-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო.

მასკი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა იანვარში, თუმცა შემდეგ პირველობა ბეზოსს დაუთმო. ამჟამად Amazon-ის დამფუნებელი მას თითქმის 6 მლრდ დოლარით ჩამორჩება. ბეზოსს 197,8 მლრდ დოლარი აქვს.

მდიდრების რეიტინგში მესამე პოზიციაზეა არნო 175,5 მლრდ დოლარით, მეოთხეზე - Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი (131 მლრდ დოლარი), მეხუთე ადგილს კი იკავებს Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომელიც 126,4 მლრდ დოლარის მფლობელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე