გარდაიცვალა მსახიობი ამირან ქადეიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:45 | 06.10.2021
ნანახია: 1244

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი.

მსახიობმა სასცენო მოღვაწეობა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში დაიწყო. პარალელურად, იღებდნენ ქართულ კინოში, სადაც არაერთი საინტერესო სახე შექმნა: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“), ტარბა („მთვარის მოტაცება“), ჭოლა („პირველი მერცხალი“), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“), კობიძე („სახლი ლესნაიაზე“), ერმილე მამალაძე („მევლუდი“).

2012 წელს მსახიობს ოზურგეთის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს; 2018 წელს კი, ამირან ქადეიშვილს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

ამირან ქადეიშვილის მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე