ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ნატო-სა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ
საქართველო, თბილისი - 10:42 | 08.10.2021 ნანახია: 15049საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას. ნატო-სა და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მან ნატო-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო. ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც ნატო-ს არაპარტნიორ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ კონტრიბუტორზე გაამახვილა ყურადღება.
ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი. ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს ნატო-ს კოსოვოს მისიაში, ასევე ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების საქმიანობაში ჩართულობაზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელების საკითხებს.
მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არა მხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ასევე, დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა