ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე პრინცესას შეუძლია თავისივე სქესის წარმომადგენელზე იქორწინოს და დედოფალიც გახდეს
საქართველო, თბილისი - 14:50 | 14.10.2021 ნანახია: 1088ნიდერლანდების პრემიერ მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ქვეყნის ტახტის მემკვიდრეს შეუძლია თავისივე სქესის წარმომადგენელზე იქორწინოს და ამავე დროს მიიღოს სამეფო ტიტული.
ნიდელანდებში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2001 წლიდან არის დაკანონებული, თუმცა ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო, ვრცელდებოდა თუ არა აღნიშნული კანონი სამეფო ოჯახის წევრებზე.
პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება გააფორმონ ისევე, როგორ ქვეყნის სხვა მცხოვრებლებს. აღნიშნულ პოზიციას შეიცავს წერილი, სადაც პრემიერი პარლამენტის დეპუტატის შეკითხვას პასუხობს.
რიუტე ამბობს, რომ ამ მომენტისთვის საუბარია წმინდა თეორიულ სიტუაციაზე.
„,მინისტრთა კაბინეტი არ ფიქრობს, რომ ტახტის მემკვიდრემ ან მონარქმა უარი უნდა თქვან ტახტზე, თუ ის იქორწინებს თავისივე სქესის წარმომადგენელზე“, - წერს პრემიერ მინისტრი.
ნიდერლანდებში ტახტის მემკვიდრეს მთავრობა ნიშნავს. ქვეყნის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ მემკვიდრე, შესაძლებელია იყოს მონარქების „კანონიერი პირმშო“.
ამ დროისათვის ტახტის მემკვიდრეა მეფე ვილჰემ-ალექსანდერის უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ამალია, რომელსაც დეკემბერში 18 წელი უსრულდება.
ამ ზაფხულს, ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია წიგნმა, რომელშიც დაისვა საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მას მიიღოს ტახტი, თუ მოისურვებს თავისივე სქესის წარმომადგენელზე ქორწინებას.
ამასთან, წიგნში არაფერი იყო ნათქვამი პრინცესა ამალიას პირად ცხოვრებაზე. წიგნის მიხედვით, მომავალი ქორწინების არავითარი ნიშანი ამ დროისათვის არ არსებობს.
ცნობილია, რომ მომავალ წელს პრინცესა აპირებს უნივერსიტეტში ჩაბარებას და უარს ამბობს სამეფო შემოსავლებზე, რომელიც მას სწავლის პერიოდში ეკუთვნის.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს დედოფლის ან ტახტის მემკვიდრე პრინცესას ნებისმიერი სახის ქორწინება.
ამასთნ, მთავრობის მეთაური აღიარებს, რომ თუ ქორწინება ერთნაირსქესიანი იქნება, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სტატუსი ექნებათ ასეთი წყვილის შვილებს (აყვანილ ან სპერმის დონორის შვილებს).
პოლიტიკა
- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა სტიმული იქნებ ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს და არა უცხოელ პარტნიორს - გურამ მაჭარაშვილი
- კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - ანა წითლიძე
- ქართული იდენტობა არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს - მამუკა მდინარაძე
- დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია - ეკა გიგაური
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა