საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "მეტეხი კერამიკა" მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
საქართველო, თბილისი - 11:19 | 26.10.2021 ნანახია: 714საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, "მეტეხი კერამიკა" ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1.5 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 500 000-ლარამდე დაზოგავს, რაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.
პროქტის ჯამური ბიუჯეტი 2.6 მილიონი ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 2.1 მილიონ ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს საიმედო პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ენერგოკრედიტის გამოყენებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, თავად გამოვიმუშავოთ ელექტრო ენერგია, რაც გაზრდილი ტარიფის ფონზე იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი და ფინანსური რესურსი, რომ დაზოგილი თანხა კვლავ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და წარმოების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით საწარმოს გადაიარაღებასაც ვგეგმავთ. 2021 წელს ჩვენ უკვე გავაფართოვეთ პროდუქციის ასორტიმენტი და 2022 წელს გადაიარაღების შემდგომ შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ ხარისხი. ასევე, ვაპირებთ აღვადგინოთ და დავიწყოთ ქართული აგურის ძველი ქართული ტრადიციით დამზადება. ასევე ვაპირებთ მომხმარებელს აგურების ფერთა მრავალფეროვნება შევთავაზოთ. აგურების გამოყენება მოხდება ინტერიერში, ექსტერიერში და ყველა სარესტავრაციო სამუშაოებში. მადლობა საქართველოს ბანკს გვერდში დგომისთვის",- აცხადებს კომპანიის დირექტორი, დავით კაკაბაძე.
"კომპანია "მეტეხი კერამიკასთან" ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ვგეგმავთ, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. უკვე არსებული პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 3 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც ახალი დანადგარების შეძენას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა. შედეგად კომპანიამ წარმადობა 41%-ით გაზარდა. გადაიარაღების შედეგად გაფართოვდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია, რომლის ხარისხიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ მას", - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ინფორმაციისთვის, 1986 წელს დაფუძნებული კომპანია 2022 წელს 15 მლნ აგურის გამოშვებას აპირებს. წარმოებული პროდუქცია როგორც ინდივიდუალური ბინების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების, დეკორატიული ღობეების, ბუხრების თუ მარნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ „მეტეხი კერამიკა“ დღესდღეობით ერთადერთი, ეკოლოგიურად სუფთა აგურის მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით. მის პროდუქციას მაღალი სიმტკიცე, თბოიზოლაცია და გეომეტრიული ზომების სიზუსტე გამოარჩევს. პროდუქციის ყინვაგამძლეობიდან გამომდინარე, საწარმოში დამზადებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერიერის თუ ექსტერიერის ფასადებში. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ყველაზე კარგ მოსაპირკეთებელ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. კომპანიის საქმიანობაში ამ ეტაპზე 300 ადამიანია ჩართული.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა