ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის გარეთ შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 26.10.2021
ნანახია: 700

კოსმოსურმა ობსერვატორია „ჩანდრამ“ აღმოაჩინა პირველი შესაძლო ეგზოპლანეტა ირმის ნახტომის გალაქტიკის გარეთ. იუწყება BBC. დაკვირვების შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Nature Astronomy.

ამ დროისათვის აღმოჩენილია 5 ათასამდე ეგზოპლანეტა (პლანეტები, რომლებიც მზის სისტემაში არ არიან), მაგრამ ყველა მათგანი ჩვენი გალაქტიკის ირმის ნახტომის ფარგლებში მდებარეობს. მეთოდები, რომლებიც წარმატებული გამოდგა ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, არ მუშაობს სხვა გალაქტიკების დაკვირვებისას. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ უზარმაზარი დაშორება ამცირებს ტელესკოპში მოხვედრილი სინათლის რაოდენობას. ამის გარდა, დედამიწიდან ჩანს, რომ ბევრი ობიექტი თავმოყრილია მცირე სივრცეში, რაც ართულებს ცალკეული ვარსკვლავების განსაზღვრას. ამ შემთხვევაში უამრავ ციურ სხეულეზე ინფორმაციის მოწოდება შეუძლია რენტგენულ გამოსხივებას, აღნიშნული დაკვირვებები სწორედ რენტგენულ დიაპაზონში წარმოებდა.

ამის გარდა, ბევრი ცნობილი ეგზოპლანეტა ნაპოვნია ტრანზიტული ფოტომეტრიის მეთოდის მეშვეობით. ის მდგომარეობს იმაში, რომ ტელესკოპი აკვირდება ვარსკვლავების სიკაშკაშის მცირეხნიან პერიოდულ ვარდნებს, რომელიც გამოწვეულია მათ დისკოზე პლანეტების გავლით.

კოსმოსურმა რენტგენულმა ტელესკოპმა „ჩანდრამ“ შენიშნა, რომ სატურნის სიდიდის ეგზოპლანეტობის კანდიდატი განლაგებულია მორევის გალაქტიკაში, ან М51, რომელიც მდებარეობს ჩვენი გალაქტიკიდან 28 მლნ სინათლის წელიწადის მანძილზე.

მკვლევარები ამბობენ, რომ მათი დასკვნების შემოწმება მეტ მონაცემებს მოითხოვს. თუმცა დაკვირვების განმეორება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, რადგან თავისი დიდი ორბიტის გამო ჰიპოთეტური პლანეტა ახალ ტრანზიტს დაახლოებით 70 წლის შემდეგ შეასრულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე