საფრანგეთი ლუკაშენკას ოჯახს ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 28.10.2021
ნანახია: 547

საფრანგეთმა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოჯახი ადამიანების ორგანიზებულ ვაჭრობაში დაადანაშაულა. საფრანგეთის საგარეო უწყებასთან არსებული ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივან კლემან ბონის თქმით, ლუკაშენკას ნათესავები მიზანმიმართულად ორგანიზებას უკეთებენ მიგრანტების გადაადგილებას, რომლებიც ბელარუსში ჩადიან და ევროკავშირის საზღვრებისკენ მიემართებიან. მისივე თქმით, ბელარუსის მხარის მიზანია დაასუსტოს ევროკავშირი.

ბონის აზრით, ლუკაშენკას სურვილია ევროკავშირი ხაფანგში შეიტყუოს და თან ამტკიცოს, რომ ევროპა თავის პრინციპებს ღალატობს. საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი საზოგადოებას პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებაში მტკიცედ და ჰუმანურად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

მაისში ლუკაშენკამ განაცხდა, რომ მინსკი აღარ შეაკავებს ლტოლვილებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებისკენ  მიემართებიან. ამის შემდეგ მკვეთრად გაძლიერდა არალეგალი მიგრანტების ნაკადი, ლიეტუვისა და პოლონეთის მიმართულებით. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კონფლიქტის შედეგად უკვე დაიღუპა რამდენიმე მიგრანტი.

ბრიუსელმა მინსკი დაადანაშაულა მიგრაციული კრიზისის პროვიცირებაში იმ სანქციების საპასუხოდ, რომელიც ევროპამ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ დააწესა.

სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის წინ აღუდგეს ჰიბრიდულ შეტევას, რომლისთვისაც ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტები გამოიყენეს. ევროკავშირი ამზადებს სანქციათა მეხუთე პაკეტს ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტების ისნტრუმენტად გამოსაყენებლად.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე