აშშ-ში პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გამოუშვეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 28.10.2021
ნანახია: 341

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტმა განაცხადა, პირველი პასპორტის გაცემის შესახებ, სადაც გრაფაში „სქესი“ აღნიშნულია ნიშანი „Х“-ით. ეს ნიშანი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავს მხოლოდ კაცად, ან მხოლოდ ქალად არ მიიჩნევენ.

უწყების წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, ეს ნაბიჯი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის იმ დაპირების ნაწილია, რომელიც ეხება მესამე გენდერული მარკერის შემოღებას.

საუბარია, „კიდევ ერთ ნაბიჯზე სამართლიანი მოპყრობისა ამერიკელი მოქალაქეებისადმი ლგტბქ+ თემიდან, მათი სქესის ან გენდერის მიუხედავად“, - განაცხადა პრაისმა.

პრაისის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ შესაძლებლობას შესთავაზებს პასპორტის მიღების ყველა მსურველს მომდევნო წლის დასაწყისში, როდესაც განახლდება შესაბამისი სისტემები და ფორმები.

Associated Press-თვის მიცემულ კომენტარში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლგბტქ+ პირთა უფლებების საკითხებში ჯესიკა სტერნმა აღნიშნული პასპორტების გაცემას „ისტორული და საზეიმო“ ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ოფიციალურ დოკუმნტებს „ცოცხალ რეალობასთან“ შესაბამისობაში მოიყვანს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე