ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველგან ვატაროთ პირბადე - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 18:12 | 28.10.2021
ნანახია: 391

ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებებს, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის.

"მე-5 ტალღაა, დღესაც კორონავირუსის 4 000 ახალი შემთხვევაა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებებს. ასევე, არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია. გვექნება ასეთი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე