შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IPSOS-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს

საქართველო, თბილისი - 18:31 | 28.10.2021
ნანახია: 627

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Ipsos-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს კვლევები არის მანიპულირებული, რადგან აცდენა ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, რომ ვერ დაიმალა მანიპულაციის კვალი და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გამოაქვეყნა „მთავარმა არხმა“, სადაც ანზორ მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა მონაცემები 54,7%, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით 45,3%. აი, ამ დოკუმენტში, რომელიც დევს Ipsos-ის ვებგვერდზე, წერია 51% მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% ანზორ მელიას შემთხვევაში. საინტერესოა სხვა მონაცემები, რომელიც თითქმის იგივეა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა შიგნით ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს მანიპულაცია დოკუმენტში ბოლომდე ვერ წაიშალა და კვალი დარჩა. დარჩა კვალი, რომ თითქმის 5-6% არის მანიპულაცია გაკეთებული ზუგდიდში და მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით იგებს მამუკა წოწერია და „ქართული ოცნება“, გადაკეთებული და მანიპულირებული შედეგით გაცხადდა ისე, რომ თითქოს არჩევენებს იგებს ანზორ მელია. ეს როგორც მტკიცებულება, დევს ვებგვერდზე და შეგიძლიათ ახლაც გადაამოწმოთ. “, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე