png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

  • თავდაცვა
  • 19.07.2016
  • 10:45
ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისია ოფიციალურად დასრულდა. საერთაშორისო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართულ ხუთეულს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დახვდა. მან აფრიკის კონტინენტიდან დაბრუნებულ სამშვიდობოებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდა ევროკავშირის მისია, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. ეს ჯგუფი სწრაფი რეაგირების ამოცანას ასრულებდა. ჩვენი ბიჭები ევროკავშირის მრჩევლების უსაფრთხოებას იცავდნენ და მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული ამოცანები. დღეს მშვიდობით დაბრუნდნენ საქართველოში. მათ ევროკავშირის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს. ჩვენ უკვე ვემზადებით ევროკავშირის ახალი მრჩეველთა მისიისთვის, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში დაიწყება“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

ქართულმა სწრაფი რეაგირების ხუთეულმა სამხედრო-მრჩეველთა მისია მიმდინარე წლის 12 აპრილიდან 11 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეასრულა. ეს უკვე მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) იყო ჩართული.

სამხედრო-მრჩეველთა მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო და მიმდინარე წლის 16 ივლისს ოფიციალურად დასრულდა. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედროებს მისიის წარმატებით დასრულება ფრანგმა ბრიგადის გენერალმა დომინიკ ლოჟელმა მიულოცა და საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლობის სახელით ევროკავშირის მედალი „EUMAM RCA“ გადასცა.

ევროკავშირის ეგიდით ცარ-ში წარმოებული სამშვიდობო ოპერაცია ადგილობრივი მთავრობის დახმარებას და მათთვის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ადგილობრივი სამხედრო ძალების რეორგანიზაციაში მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეულის მთავარი ამოცანა მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფა იყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge