png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

  • თავდაცვა
  • 21.07.2016
  • 11:00
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

20 ივლისს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, აშშ-ის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბილ მონაჰანი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი. ამასთან, შეხვედრა გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

 შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა თავდაცვის რეფორმის პროცესში ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს.

 ასევე, მხარეები მიესალმნენ ნატო-ს ვარშავის სამიტზე დამატებითი პრაქტიკული თანამშრომლობის მხრივ მიღწეულ პროგრესს, გამოხატეს მზადყოფნა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისადმი და ხაზი გაუსვეს რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთის ნატო-ს ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო საქართველოს მხრიდან დაღუპულ მეომრებს.

 ქართულმა მხარემ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ხაზი გაუსვა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის დროული და საფუძვლიანი გამოძიების მნიშვნელობას. მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არსებული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების საქმეში.

 ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ისეთ სფეროებში, როგორებიც არის ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერ-უსაფრთხოება, საზღვრის დაცვა და საზღვაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და საჭიროებები, კრიზისების მართვა და სხვა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge