png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„გორდა 2016“-ის დასკვნითი ეტაპის გახსნა

  • თავდაცვა
  • 04.08.2016
  • 14:46
„გორდა 2016“-ის დასკვნითი ეტაპის გახსნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთის“ ტერიტორიაზე ქართულ-ნორვეგული სამეთაურო საშტაბო სწავლების - „გორდა 2016“-ის დასკვნითი ეტაპის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

სწავლების დასკვნითი ეტაპის გახსნის ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე; ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე; ნორვეგიის შიდა გვარდიის დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ნორვეგიის შიდა გვარდიის წარმომადგენელმა საკუთარ გამოსვლაში სწავლების დეტალებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კი ყურადღება საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ნორვეგიის შიდა გვარდიის ურთიერთთანამშრომლობაზე გაამახვილა.

„გორდა 2016“ არის მნიშვნელოვანი ეტაპი თავდაცვის სფეროში ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაში. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ. ეს სწავლება ოთხწლიანი პროცესის დასკვნითი ფაზაა, რომელიც ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონეების შტაბების მომზადებასა და სწავლებებს ითვალისწინებდა. დავიწყეთ ბატალიონის შტაბების სწავლებებით, შემდეგ იყო ბრიგადების სწავლებები და ახლა უკვე მთლიანად ეროვნული გვარდიის სამეთაურო-საშტაბო სწავლება იმართება. ეს სწავლება საშუალებას მოგვცემს, დავხვეწოთ საშტაბო პროცედურები, გავხადოთ ისინი უფრო თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. ამაში ნორვეგიელი კოლეგები გვეხმარებიან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სწავლებებით, ის ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებებს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ეროვნულ გვარდიებს შორის თანამშრომლობა“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დღეს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურება. სწავლების მიზანი, ნორვეგიული გამოცდილების გაზიარებით, ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და მართვის პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინებული მოქმედებების დახვეწაა.

სწავლების დასკვნითი ეტაპით საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის 4-წლიანი ერთობლივი პროექტი სრულდება, მომავალი წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე მუშაობა კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge