რიო 2016 - ბექა ღვინიაშვილმა პირველი ბრძოლა მოიგო
- სპორტი
- 11.08.2016
- 17:50
რიო 2016 - ქართველმა ძიუდოუსტმა ბექა ღვინიაშვილმა პირველი ბრძოლა მოიგო. ქართველი ძიუდოისტი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ბენჟამინ ფლეტჩერს დაუპირისპირდა.
ქართველმა ფალავანმა მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა. ბრიტანელის დამარცხება შებოჭვით შეძლო და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ქართველი სპორტსმენი მერვედფინალში ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200