ტექნიკური უნივერსიტეტი და „ბიბლუსი“ ითანამშრომლებენ
- საზოგადოება
- 15.10.2015
- 17:36
16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერება მემორანდუმს კომპანია "ბიბლუსთან“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას განცხდებით, მემორანდუმი ითვალისწინებს სტუ-ის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გამოცემული ნაშრომების ურთიერთხელსაყრელ პირობებში რეალიზაციის შესახებ შეთანხმებას. ამას გარდა, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ბაკალავრები და მაგისტრები გაივლიან პრაქტიკას „ბიბლუსში“.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200