png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩი მიიღო

  • თავდაცვა
  • 15.08.2016
  • 17:50
თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩი მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა. ბეტინა კადენბახმა ლევან იზორიას საქართველოში გერმანიის თავდაცვის ახალი ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსებ ნოლტე წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გერმანიის თავდაცვის ყოფილი ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო; განიხილეს როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება; საუბრის მთავარი თემა კი საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები იყო.

ლევან იზორიამ ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოსებ ნოლტეს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა; ვიცე-პოლკოვნიკ ბერნარდ ჰოპს კი თავდაცვის მინისტრმა საქართველოში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი გერმანიის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საქართველოში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი ატაშე საქართველოში მისიას სექტემბრის თვიდან შეასრულებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge