ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა
- სპორტი
- 17.08.2016
- 17:28
ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა. ნადირაძემ კანოეთი 200 მეტრიან სპრინტში იასპარეზა და 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.
ნახევარფინალური შეხვედრა 17:40 დან დაიწყება. ნადირაძესთან ერთად ნახევარფინალში არიან გერმანელი სტეფან კირაი, პორტუგალიელი ჰელდერ სილვა, უნგრელი ჯონათან ჰაიდუ, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვალენტინ დემიანენკო, უკრაინელი იური ჩებანი და კანადელი მარკ ოლდერშეი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200