png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დრონების ექსპლუატაციისა და სერტიფიცირების წესების შემუშავება დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 22.09.2015
  • 11:06
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დრონების ექსპლუატაციისა და სერტიფიცირების წესების შემუშავება დაიწყო

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების (დრონების) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ინტეგრირებასთან, მათ უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული წესების შემუშავება, დაიწყო.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მარეგულირებელი ნორმების ამოქმედებამდე, იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე ადამიანთა სიცოცხლეს, მათ პირად ცხოვრებასა და საკუთრებას, ასევე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით, შეიმუშავა მარტივი, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისათვის/ოპერატორებისათვის.

„შესაბამის ნორმატიულ აქტის პროექტზე მუშაობის პარალელურად, სააგენტო იწყებს საქართველოში დრონების მფლობელთა/ოპერატორთა იდენტიფიცირებას. ვინაიდან უპილოტო საჰაერო ხომალდები და მათი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, შესაბამისად კი დრონების მფლობელთა/ოპერატორთა რიცხვი მატულობს, როგორც მთელს მსოფლიოში ისე საქართველოში, ჩვენს მკითხველებს, მასმედიის წარმომადგენლებს, დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციებისა და ამ მიმართულებით, სააგენტოს მიერ შემდგომში წარმოებული საქმიანობის გავრცელებაში”,- სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

უპილოტო საფრენი აპარატების ოპერირების ზოგადი წესი კი ასეთია:


▶ უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებამდე, დარწმუნდით რომ მისი შემადგენელი ყველა მოწყობილობა მწყობრშია. უზრუნველყავით აპარატის გამართული მუშაობა მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად;

▶ დრონით ოპერირების წინ, გაეცანით ამინდის პროგნოზს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება საფრთხისშემცველია როგორც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, ისე თქვენი აპარატისთვის;

▶ აკრძალულია უპილოტო საჰაერო ოპერირება ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში, საჰაერო სივრცის იმ მონაკვეთებში სადაც დრონების ოპერირებაზე მოქმედებს წინასწარდადგენილი შეზღუდვა. მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებში (თავშეყრის ადგილზე ადამიანთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 12 სულს);

▶ მოერიდეთ დრონის გამოყენებას შენობა-ნაგებობებისა და სტადიონების თავზე, სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებისა და რადარების სიახლოვეს;

▶ აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირება საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია შეზღუდული დაშვების კონტროლირებად აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5500 მეტრს;

▶ მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონის გამოყენებას ღამის საათებში. აკრძალულია დრონების ოპერირება 150 მეტრ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან;

▶ აკრძალულია დრონების გამოყენება მართლსაწინააღმდეგო მიზნებით. მოერიდეთ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ამსახველ უკანონო აეროგადაღების წარმოებას უპილოტო საჰაერო ხომალდის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

▶ გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხომალდის მფლობელს/ოპერატორს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge