primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„რომპეტროლ საქართველოს“ მადლობა ოლიმპიელებს

  • სპორტი
  • 30.08.2016
  • 15:04
 „რომპეტროლ საქართველოს“ მადლობა ოლიმპიელებს

ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი კომპანია „რომპეტროლი“, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს, გამარჯვებას ულოცავს.

მათ მხარდასაჭერად და მადლობის სათქმელად კომპანიამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ოლიმპიელი ძალოსნები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ძალოსნობის ფედერაციის წარმომაგდენლები და „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ.

„რომპეტროლ საქართველო“, რომელიც KMG International-ის ნაწილს წარმოადგენს, მეორე წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მხარდამჭერია და რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსნების წარმატებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა.

„რომპეტროლს სჯერა წარმატებების, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა და მხარს უჭერს ოცნებას, რომელიც ხდის ადამიანებს გამორჩეულს, როგორც ეს ქართველმა ჩემპიონებმა შეძლეს. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. ეს დიდი წარმატება ძალოსნობის ფედერაციის დიდი ძალისხმევის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქნა მიღწეული, ამიტომ ჩვენ  გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ. სპორტი არის სწრაფვა მუდმივი წინსვლისკენ, კონკურენტუნარიანობის გაზრდის და წარმატების მიღწევისთვის, ეს მახასიათებლები ჩვენს ღირებულებებს გამოხატავს“ –  აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი კერძო სექტორისა და სპორტული ფედერაციების თანამშრომლობით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ ეს თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გარკვეულ ტრადიციად იქცა კერძო კომპანიების მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა. რათქმა უნდა ეს გვახარებს, მით უმეტეს როცა ეს არის უცხოური კომპანია. ბიზნესის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს სპორტის შემდგომ განვითარებას. მით უმეტეს, როცა წარმატებულია ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა და თვითონ უკვე გამოთქვეს სურვილი რომ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდინენ. ეს ბუნებრივია უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს იყვნენ წარმატებულნი. დიდი მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც ქართული სპორტის განვითარებაშია ჩართული“, აცხადებს ხეჩიკაშვილი.

„რომპეტროლის“ დამსახურებაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ სპონსორების მეშვეობით ხდება ფედერაციაში არსებული პრობლემების მოგვარება და სწორედ სპონსორების დამსახურებაა სპონსორების ღირსეული ასპარეზობები.

„მინდა მადლობა გადავუხადო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას და ჩვენს მეგობრებს ყაზახეთიდან. „რომპეტროლთან“ თანამშრომლობოთ დაიწყო განვიათარების სერიოზული პროცესები და ეს პროცესები გრძელდება. „როპეტროლის“ დახმარებით, ჩვენ დავუნიშნეთ ხელფასები ახალგაზრდა სპორტსმენებს და ახალგაზრდა მწვრთნელებს, შევძელით ქართველი მსაჯის საერთაშორისო ტურნირებზე გაგზავნა და საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი პოზიციების დაცვა, მაშინ, როდესაც ეს საჭირო გახდა. ჩვენ შევძელით ახალი დარბაზების რეკონსტრუქცია და აღორძინება. ჩვენს ძირითად ნაკრებს გაუმჯობესებული აღდგენითი პროცესები ჩაუტარდა. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარა ჩვენს ფედერაციაში მენეჯმენტის დახვეწაში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში. ჩავატარეთ აუცილებელი სამწვრთნელო სემინარები. მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები. ჩვენ იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის გაგრძელების და საერთაშორისო არენაზე ახალი მიღწევებით, აღიარებით „რომპეტროლთან“ მეგობრობის ახალი ეტაპის დაწყების. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  ბატონებს კაირატ კაბილოვს, კონსტანტინ პაპუშოის და ჟანატ ტუსუპბეკოვს. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში გვედგა. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – აცხადებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

2016 წლის ოლიმპიადაზე 22 წლის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, და მსოფლიო ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა,  მან ატაცში 215კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა.  ამავე დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ.

აღსანიშნავია, KMG International-ი კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია ძალოსნობის სპორტის მხარდამჭერი.

ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით, KMG Internetional-ი რომპეტროლი უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებას. რომპეტროლ საქართველო მიმდინარე წელს საქართველოში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ქსელის განვითარებასა და ლოჯისტიკის დარგში. რომპეტროლი ქართულ ბაზარზე წარმოადგენს ევროპული ხარისხის EURO 5 საწვავის შემომტან კომპანიას. რომპეტროლ საქართველო ნაწილია იმ საერთაშორისო რებრენდინგის პროგრამის, რომელიც საცალო ქსელში მიმდინარეობს და ითვალისწინებს ახალ კონცეფციას  და პრემიუმ კლასის დიზაინს ქართველი მომხმარებლისთვის. სადაც გაერთიანებულია მომხმარებლების საჭიროებები და საუკეთესო ტექნიკური სისტემა. რებრენდინგისთვის სპეციალური კვლევები ჩატარდა, რომპეტროლის სადგურები იქნება ახალი, უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი.

KMG International-ი წარმოადგენს  ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანიაKazMunayGas-ის შვილობილ კომპანიას და დასაქმებული ჰყავს 7 000 თანამშრომელი 12 ქვეყანაში.  2007-2009 წლებში განხორციელებული შესყიდვების შემდეგ, კომპანია გახდა პლატფორმა ცენტრალური აზიის ბუნებრივ რესურსებსა და ევროპის სპეციალიზებულ ბაზრებს შორის. რუმინეთში KMG International ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში – Petromidia Navodari Refinery, რომლის წლიური ნედლეულის გადამუშავების მოცულობა შეადგენს 5 მილიონ ტონას, ასევე Vega-ს გადამამუშავებელი ქარხანას პლოიეცში და ერთადერთ პოლიმერების საწარმოს. ჯგუფის საცალი ქსელი შეიცავს 1.100 გასამართ სადგურს რუმინეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბულგარეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge