png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

  • თავდაცვა
  • 31.08.2016
  • 14:09
31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

დღეიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა, ზაალ კაპანაძემ და გიორგი ბუთხუზმა, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ.

ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 17 წლის წინ, 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. „დღეს პირველად ვზეიმობთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს. 17 წელია უკვე ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად ასრულებენ სხვადასხვა საერთაშორისო მისიას ნატოს თუ ევროკავშირის ეგიდით. მე ახლახანს ჩამოვედი ავღანეთიდან, სადაც ვნახე მათი პროფესიონალიზმი, მათი საერთაშორისო აღიარება. საქართველოში თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი ასრულებენ ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციას. ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება, მათი დიდი პროფესიონალიზმის აღიარება. ეს მე, როგორც ამ ბიჭების ერთ-ერთ რიგით თანამებრძოლს, მახარებს და მეამაყება. ალბათ, თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან საამაყოა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღესვე იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეხვედრა იმ ქართველ სამშვიდობოებთან, რომლებმაც პირველად შეასრულეს საერთაშორისო მისია კოსოვოში. „ამ დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ის ოცეული მოვიწვიეთ, რომელმაც პირველი საერთაშორისო მისია კოსოვოში განახორციელა. ეს იყო 17 წლის წინ. მინდა, პირველ რიგში, სწორედ მათ გადავუხადო მადლობა და მათი სახით ყველა იმ ჯარისკაცს, ვინც მონაწილეობდა ამ საპასუხისმგებლო მისიაში“,  - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე  საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ასრულებს. ერთი ქართველი ოფიცერი კი, მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია ჩართული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge