png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდება

  • ეკონომიკა
  • 22.09.2015
  • 11:18
გიორგი კვირიკაშვილი  ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდება

 

22-23 სექტემბერს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლორან ფაბიუსს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „MEDEF International“-ში, სადაც მინისტრი შეხვდება ორგანიზაციის პრეზიდენტს ჟან ბიურელეს და საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. „MEDEF International“-ში გაიმართება საქართველოს შესახებ პრეზენტაცია. ორგანიზაციის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში გატარებული რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე,  საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი.„MEDEF International“ საფრანგეთში მოქმედი მსხვილი არაკომერციული გაერთიანებაა,   რომელიც საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საერთაშორისო ვაჭრობას, ნოუ-ჰაუს დანერგვას და წარმოადგენს მათ საერთაშორისო დონეზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge