airBaltic-მა ინვესტორი იპოვა, რომელიც მზადაა კომპანიაში 50 მლნ ევრო ჩადოს
- ეკონომიკა
- 22.09.2015
- 11:44
ლატვიურმა ნაციონალურმა ავიაგადამზიდავმა airBaltic-მა დასავლეთ ევროპაში ინვესტორი იპოვა. როგორც უცხოური მედია წერს, ინვესტორი მზადაა airBaltic-ში 50 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია ჩადოს.
როგორც ირკვევა, კომპანიას ამ დროისათვის 130 მლნ დოლარის ინვესტიცია ესაჭიროება. ინვესტიციის ნაწილს airBaltic-ში სახელმწიფო, ხოლო ნაწილსაც სხვა ინვესტორები ჩადებენ.
ავიაკომპანია ახალი ბიზნეს გეგმის განხორციელებას 2021 წლიდან იწყებს თუმცა მანამდე ავიაფლოტი უნდა განაახლოს. გეგმის ფარგლებში airBaltic-მა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან გააფორმა ხელშეკრულება კანადურ კომპანიასთან Bombardier-ების მოწოპდებაზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200