png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონებისათვის სტიპენდია დააწესა

  • თავდაცვა
  • 15.09.2016
  • 11:00
პრეზიდენტმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონებისათვის სტიპენდია დააწესა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთასამხედრო ლიცეუმში სწავლის დაწყების პროცესს დაესწრო.

ლიცეუმის ისტორიაში პირველად, წელს გოგონებიც მიიღეს და უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებს მიმართა, სწავლაში წარმატება უსურვა და აღნიშნა,  რომ განათლება, როგორც  თითოეული მოსწავლის პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა დასიძლიერის საფუძველია.

„მთელ საქართველოს მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე - სწავლის დაწყების დღესასწაული!

განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, რომლებიც ახალ ფურცელს შლიან თავიანთ ცხოვრებაში. მინდა, რომ ეს ახალი გზის დასაწყისი,გასაკუთრებით საინტერესო და წარმატებული იყოს მათთვის.

ამ დღის მოლოცვა მე გადავწყვიტე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმიდან, ქუთაისიდან, რადგან ეს განსაკუთრებული სასწავლებელია და განსაკუთრებულიწვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში, ჩვენი ქვეყნის დაცულობის საქმეში.

გადავწყვიტე, რადგანაც აქ, სასწავლებლის დაარსების მეექვსე წლისთავს კიდევ ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯით ხვდებიან - წელს ლიცეუმმა პირველად მიიღო გოგონები თავისრიგებში და ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე როგორც ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში, ქალი და კაცი ერთად იდგება ქვეყნისსადარაჯოზე.

აქედან მინდა გითხრათ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, რომ ეს ქვეყანა ძალიან ძლიერია. ძლიერია თავისი წარსულით და ძლიერია თავისი მომავლით, ტრადიციებით, რომელთანაც არასოდესწყვეტს კავშირს.

გიორგი კვინიტაძის თანამებრძოლი იყო მარო მაყაშვილი და ასე ტრადიციულად და ისტორიულად, ქართველი ქალი ყოველთვის, ქართველი კაცის გვერდით იდგა.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია - დღესაც ცოცხლობს და გრძელდება. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო და გამოვიდეინიციატივით, რომ თქვენი სულიერი თანამებრძოლის გიორგი კვინიტაძის და თანამებრძოლის მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, ლიცეუმში გოგონებისთვის სტიპენდია დავაარსო.

დარწმუნებული ვარ, ეს პირველ წელს კიდევ უფრო წაახალისებს იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში ძლიერ და მტკიცე დგომას განაპირობებს.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ლიცეუმის ყველა მასწავლებელს, პროფესორს, იმ ოფიცრებს, იმ კადეტებს, ვინც ჩვენს სამშობლოს აძლიერებენ.

იცოდეთ, რომ მე და საქართველოს მოქალაქეები ძალიან ვაფასებთ თქვენს ღვაწლს.

მადლობა სამსახურისთვის.  

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge