png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საჯარო სექტორში შიდა აუდიტორთა პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო

  • საზოგადოება
  • 22.09.2015
  • 12:00
საჯარო სექტორში შიდა აუდიტორთა პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო

22 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგი სახელმწიფო სექტორში (ფინანსთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები) შიდა აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის.

ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ გახსნეს.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთის ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმაზე, კერძოდ, შიდა აუდიტორების პროფესიულ განვითარებაზე, ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო და არაერთი კურსი შესთავაზა შიდა აუდიტორებს. თუმცა მნიშვნელოვანია თავად კოლეგა სამინისტროების აქტიურობაც. ამ კუთხით ფინანსთა სამინისტრო მიესალმება თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, იზრუნოს სამინისტროში შიდა აუდიტის სისტემის გაძლიერებასა და აუდიტორთა პროფესიულ განვითარებაზე. საჯარო სექტორში ძლიერი შიდა აუდიტის ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს როგორც დაწესებულების კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ისე რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.

ტრენინგი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებებში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ რეფორმას შეესაბამება. აღნიშნული ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვის, თაღლითობის და ინფორმაციული მენეჯმენტის აუდიტი. სწავლება ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები არიან ბრიტანეთის საელჩო სქართველოში და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP). სწავლებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეული ტრენერი უხელმძღვანელებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge