png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლევან იზორიამ დასავლეთ სარდლობის ბაზები მოინახულა

  • თავდაცვა
  • 18.09.2016
  • 12:22
 ლევან იზორიამ დასავლეთ სარდლობის ბაზები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფები მოინახულა. ლევან იზორია დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად ქუთაისის, ხონის, სენაკის და ადლიის სამხედრო ბაზებს ესტუმრა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობაში შემავალი სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა საკითხზე პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინა. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიერ დასმულ ყველა საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა.

თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ სარდლობის ბაზების მონახულების შემდეგ, აღმოსავლეთ სარდლობაში სტუმრობას გეგმავს.

„ჩვენ ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ დასავლეთ საქართველოში ყველა სამხედრო დანაყოფი. მიზანი ამ შეხვედრებისა გახლდათ ის, რომ უშუალოდ გამეგო მათი პრობლემების შესახებ, რათა ერთად შემდეგ გადავჭრათ ეს პრობლემები. პირველ რიგში, მათ მე მადლობა გადავუხადე იმ გაწეული საქმიანობისთვის, რაც მათ საერთაშორისო მისიებში გაწიეს საქართველოსთვის და მართლაც ეს ხალხი არის დასაფასებელი. ჩვენი ჯარისკაცები დამათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები იმისთვის, რომ ის მისია რაც უკავშირდება სამშობლოს სამსახურის მისიას ღირსეულად განახორციელონ მომავალში.“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„განხილულ იქნა მიმდინარე ღონიძიებები, არსებული პრობლემური საკითხები, შეხვედრა გაიმართა დისკუსიის ფორმატში. მინისტრის მხრიდან მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა. მინდა ავღნიშნო, რომ მეორე ქვეით ბრიგადას აბარია ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი საბრძოლო მზადყოფნა.“- განაცხადა მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ.

„თავდაცვის მინისტრმა დავათვალიერა სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა. ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ არსებული პრობლემები და მიღებულ იქნა რეალური გადაწყვეტილებები. ბატალიონი განლაგებულია ქ. ბათუმში, ადლიის სამხედრო ბაზაზე და ექვემდებარება მესამე ქვეით ბრიგადას და დიდი დამსახურება აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გააჩნია ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილება, როგორც 2008 წელს, ასევე ყველა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. 31-ე ბატალიონი იყო ერთ-ერთი ფლაგმანი, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი ავღანეთის მიწაზე და წარმატებით შეასრულა მისია.“- განაცხადა 31-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა ლაშა ადუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge