png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა კიდევ 90-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო

  • თავდაცვა
  • 19.09.2016
  • 11:52
 სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა კიდევ 90-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო

ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინა კიდევ 90-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.  

მათგან 10 სამხედრო მოსამსახურეს ახალი ბინის გასაღები თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გადასცა და ახალ მობინადრეებს საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა.  

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებელი კორპუსიც დაათვალიერა.

აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V, VI, IX, X კორპუსებში საცხოვრებელი ბინა ამჯერად 90 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა.

ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა. ბინების გადაცემის ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.    

„სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 04/04/2014 წლის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს 04/04/2014 წლის და 26/06/2016 წლის ბრძანებებში განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა.   ამ ეტაპზე კომისიამ საცხოვრებელი ფართით ის პირები დააკმაყოფილა, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი. რადგან გასანაწილებელი ბინების რაოდენობა შეადგენდა 90-ს, კომისიამ ამ ეტაპზე 1019 კაციდან პირველი 400 პირის მონაცემი დაამუშავა და 90 პირი შეარჩია.    

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების შერჩევისას კომისიის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ნამსახურობის წლები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანება და გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სოციალურად დაუცველის სტატუსი; მრავალშვილიანის სტატუსი და ა.შ.    

მინისტრის ბრძანების თანახმად, ყველა კრიტერიუმს გარკვეული ქულა შეესაბამება. სამხედრო მოსამსახურეების შერჩევაც სწორედ ქულათა ჯამის თანმიმდევრობის შესაბამისად მოხდა.  სამხედრო ქალაქის ახალ მობინადრეებს შორის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე შვილი ჰყავს, ხოლო სამს - ოთხი და მეტი შვილი.    

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ბინით (არაუმეტეს 40 კვ.მ) დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს 2045 ფიზიკურ პირთან, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტრომ ვალდებულება უკვე შეასრულა 996 პირთან. რეკომენდაციებისა და შუამდგომლობების შესრულების შემდეგ, ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს დარჩება 930 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურესთან. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge