png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისმა „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ მცენარეთა კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 19.10.2015
  • 12:47
თბილისმა „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ მცენარეთა კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლა

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და   კონვენციის გენერალურმა მდივანმა ჯონ სკანლონმა მიმართეს, სადაც მცენარეთა სახეობებით ვაჭრობის საკითხები, მათ შორის საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ქმედებები განიხილეს.

„ქორთიარდ მერიოტში“ ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე ნახატების გამოფენაც გაიმართა. კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულ კონკურსანტებს პრიზები გადაეცათ.

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემატიკაზე გამართული კონკურსის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და   ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციაა.

საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირების მიზნით, 1973 წელს ვაშინგტონში მიღებულ იქნა კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES). კონვენცია ძალაში შევიდა 1975 წლის 1 ივლისს. ამჟამად კონვენციის მხარეა მსოფლიოს 181 ქვეყანა. საქართველო კი (CITES) 1996 წელს შეუერთდა.

კონვენცია ქვეყნებს ავალდებულებს, დაარეგულირონ და აკონტროლონ კონვენციის I, II და III დანართებში შესული ფლორისა და ფაუნის სახეობათა ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობა. CITES-ის მიხედვით, „საერთაშორისო ვაჭრობა“ ნიშნავს კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნიმუშების ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს და ინტროდუქციას ზღვიდან (სახელმწიფოში ნებისმიერი ისეთი სახეობის შეტანას, რომელიც მოპოვებულია ნეიტრალურ წყლებში). კონვენციით რეგულირდება არა მხოლოდ ცოცხალი მცენარეებითა და ცხოველებით, არამედ მათი ნაწილებითა და დერივატებით ვაჭრობაც. რაც ნიშნავს, რომ ნებართვას საჭიროებს CITES-ის დანართებში შეტანილი ცხოველებისა და მცენარეებისაგან ან მათი ნაწილებისაგან დამზადებული ნაკეთობებისა და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი. რეგულირდება, როგორც კომერციული მიზნით ისაერთაშორისო ვაჭრობა, ისე პირადი საკუთრების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება.

 ამჟამად CITES-ის დანართებში შეტანილია ცხოველთა დაახლოებით 5000 და მცენარეთა 28000 სახეობა.

კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებიდან საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ვაჭრობის ობიექტებს წარმოადგენს თეთრყვავილა (Galanthus woronowii) და ყოჩივარდა (Cyclamen coum). აღნიშნული სახეობებით ვაჭრობა მიმდინარეობს წლების მანძილზე. ამ პერიოდში განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი, რის საფუძველზეც საქართველო აღიარებული იქნა, როგორც წარმატებული მაგალითი.

შეხვედრაში მონაწილეობა 50 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელმა, კონვენციის მხარეებმა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge