png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა

  • თავდაცვა
  • 04.10.2016
  • 10:46
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი როტაცია დასრულდა.  ბატალიონი ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად  გააცილა.  ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმსახურებენ. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით გაგრძელება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.  ლევან იზორიამ  მათ  მადლობა გადაუხადა იმ აღიარებისთვის, რომელიც ქართველებმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას მოიპოვეს.

„ამ მისიის შესრულებით ისინი თავიანთ სამშობლოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იცავენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ ღვაწლს. სიამაყის გრძნობით მინდა ავღნიშნო, რომ ეს ბიჭები  იმ დიდი ქართული საბრძოლო ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რითაც ჩვენ ისტორიულად გამოვირჩეოდით. ჩვენ ამაყები ვართ არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის, არამედ ჩვენი აწმყოს მიმართაც და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა. მე გამოვხატავ არა მხოლოდ ჩემი, არამედ თითოეული ქართველის განწყობას მათ მიმართ. მინდა, დიდი მადლობა  გადავუხადო მათ ოჯახებს და პირადად მათ ამ დიდებული საქმისთვის და იმ სახელისთვის, რასაც ისინი  ჩვენი ერისთვის ქმნიან“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.  

ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე,  32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გაივლის.  32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში მყოფი 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ჩაანაცვლეს.  მათი მთავარი ამოცანა  ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებაა. ავღანეთში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი წვრთნები ჯერ  საქართველოში, შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე  გაიარეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge