png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“ დაჯილდოვება გაიმართა

  • კულტურა
  • 20.10.2015
  • 10:07
ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“ დაჯილდოვება გაიმართა

2015 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“- დაჯილდოვება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალი საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ თავისი ფორმატით, ქართულ სახელოვნებო სივრცეში მართლაც ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენდა და ხელოვნების არაერთ სფეროს მოიცავდა. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შესძლო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში განიხილებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საავტორო ნაწარმოების პირველადი (გადაუმუშავებელი) ვერსია და კონკურსანტს - ნებისმიერ თემატიკაზე - შეეძლო თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა, ისე რომ გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ ყოფილა. სწორედ, ბარიერების არარსებობამ მისცა ხელოვანებს უპრეცედენტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისი“-ში გამოვლინდა ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერის და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედების ინტელექტუალური პოტენციალი, ხოლო ჟიურის შვიდკაციანმა შემადგენლობამ - ნიკოლოზ შენგელაიამ, დათო ევგენიძემ, ნესტან ნიჟარაძემ, კონსტანტინე ჯანდიერმა, მურაზ მურვანიძემ, მარიამ წიკლაურმა და დიმიტრი მოსულიშვილმა უზრუნველყო ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა. ჟიურის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს წარმოადგენდა: პროფესიონალიზმი, სახელოვნებო ოსტატობა, სალიტერატურო ფორმებისა და მხატვრული ხერხების ფლობა, ნაწარმოების ესთეტიკური მხარე, თბილისისთვის საინტერესო და აქტუალური თემების დამუშავება და ინოვაციური აზროვნება.

ჟიურიმ სამასამდე ნამუშევრიდან თითო ნომინაციაში გამოავლინა მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - ნიკოლოზ ქვრივიშვილი;

წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები - სოსო მეშველიანი;

წლის საუკეთესო ესე („ჩემი თბილისი“ - სასკოლო ასაკის ბავშვებისვის) - ცოტნე ცქიტიშვილი;

წლის საუკეთესო სიმღერა - ნინო ჩხიკვაძე;

წლის საუკეთესო ფერწერა - ჯულია სანიკიძე;

წლის საუკეთესო ქანდაკება - დათო აბაშვილი;

წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება - ვახტანგ ხეთაგური;

წლის საუკეთესო არქიტექტურა - გეგა ასტახიშვილი;

ჟიურის სპეციალური პრიზი - ნინო სადღობელაშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცა კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის - გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გიორგი (გია) ჯაფარიძემ შექმნა. ამათან, გამარჯვებული ავტორებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააწესა ერთჯერადი ფულადი განაცემი (ჯილდო) 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ - რიმა ბერაძემ ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობის დიპლომი გადასცა რეზო ჭეიშვილის ოჯახს.

წამახალისებელი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ: მირიან რჩეულიშვილს, მიხეილ ტატანაშვილს, ნინო გუგეშაშვილს, ბაღათერი არაბულს, გიორგი არაბულს, კატო ჯავახიშვილს, თინათინ მღვდლიაშვილს, ლიზი ბუდაღაშვილს, ნინო გოგნაძეს, სოფიო ჭელიძეს, მარიანა ჩოჩიას, დავით არჩვაძეს, გიგი ჭიპაშვილს, ლელა ცუცქირიძეს და გენადი ზაქარაიას.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულ მონაწილეს დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატის თქმით, კონკურსი მეტ მაშტაბებს შეიძენს და ყოველწლიური ხასიათის იქნება. კონკურსის მიზანია ერთ სახელოვნებო დისკუსში ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლის გაერთიანება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge