შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის ტყეში ხანძარის ლოკალიზება მოახდინეს
- საზოგადოება
- 22.09.2015
- 13:57
ბორჯომში, სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მობილიზებული იყო დამატებით ჯგუფები ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის დანაყოფებიდან. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. თბილისიდან ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200