„სილქნეტმა“ საქველმოქმედო სატელეფონო მომსახურების გასაწევად ნუმერაციის რესურსი მიიღო
- ბიზნესი
- 23.10.2015
- 15:53
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა საქველმოქმედო სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად მიანიჭა.
ნუმერაციის რესურსი - 901 -121 210 - 901 121 219 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო) მომსახურების უზრუნველსაყოფად არის განსაზღვრული. ნებართვა, რომლის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200