png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გეგა გეგეშიძე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს რაჭაში დაესწრო

  • სპორტი
  • 09.01.2017
  • 17:34
გეგა გეგეშიძე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს რაჭაში დაესწრო

დღეს, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა და ხვალ დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში, პირველად დაესწრო გეგა გეგეშიძე, რომელიც აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტდ 17 დეკემბერს აირჩიეს. სწორედ მისი ინიციატივითა და გადაწყვეტილებით იმართება, პირველად ამბროლაურის რაიონში ბრძოლა სქართველოს პირველობისთვის. საჭიდაო კლუბში "ფალავანი" ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ახალგაზრდა მონაწილე შეიკრიბა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალზე აუდიტორიას, სიტყვით სწორედ გეგა გეგეშიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს, რაჭაში ახალი, ეპოქა დაიწყო ჭიდაობის დიდი და ძლევამოსილი ოჯახის წარმატებისთვის და ამას ყველა მოჭიდავე ძალიან მალე ნათლად და ხილულად იგრძნობს. მან ასევე რეგიონში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას მოუწოდა რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში, ვინაიდან ის ჭიდაობის განვითარებაზე მუშაობას, სწორედ რეგიონებიდან გეგმას. საქართველოს ჩემპიონატის 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის გახსნის ორიგინალური ცერემონიალის შემდეგ, ოლიმპიურმა პრიზიორმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რა აკეთოს და სპორტის რომელი სახეობა უნდა აირჩიოს მასტერკლასი ჩაატარა.

“ემოციური კავშირი და უწყვეტი კომუნიკაცია აუდიტორიასთან - მოჭიდავის წარმატების მთავარი გარანტია” - აღნიშნა ცნობილმა მოჭიდავემ.

ჩემპიონატი ხვალ დასრულდება და გამარჯვებულები მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge