png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„სხვა რაკურსში" სხვა რაკურსით დაგანახებთ მისტიკურ სამყაროს - ლელა ნინუა „იმედზე“ გადავიდა

  • ეს საინტერესოა
  • 25.10.2015
  • 14:13
„სხვა რაკურსში" სხვა რაკურსით დაგანახებთ მისტიკურ სამყაროს - ლელა ნინუა „იმედზე“ გადავიდა

ცნობილი ტელეწამყვანი და პოეტი ლელა ნინუამ ტელეკომპანია „კავკასიიდან“ წამოვიდა. ის, ამიერიდან ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „სხვა რაკურსში“ ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგვთავაზებს და როგორც ჟურნალისტმა „პრაიმნიუსჯორჯიას“ განუცხადა, შეეცდება „სხვა რაკურსში“ სხვა რაკურსით დაგვანახოს ჩვენთვის ამოუცნობი სამყარო.

ლელა ნინუას ბოლო სიუჟეტი იმ აღმოჩენებს დაეთმო, რაზეც აქამდე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. სიუჟეტი, რომელიც გოლიათებზე, დევებზე და გიგანტური ადამაინების შესახებ მოგვითხრობდა, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ლელა ნინუა:

  • გოლიათების, დევებისა თუ გიგანტური ადამიანების თემა ძალიან საინტერესოა. ამ თემაზე 2008 წლიდან ვმუშაობ, როგორც არქეოლოგებთან ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ მითებსა თუ რეალობებზე კი სულ ახლახან დავიწყე ფიქრიც და მოძიებაც. გიგანტურ ადამიანებს სხვადასხვა ხალხების მითოლოგიასა თუ რელიგიაში მრავლად ვხვდებით, მაგრამ ბოლო დრომდე ზღაპრებისა და მითების პერსონაჯები ცალსახად ადამიანის წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნეოდა, მათ შორის საქართველოში. ყველას გვსმენია თოვლის კაცი თუნდაც პატარაობისას, დიდი ტერფის მსგავსი მითები, მეც ასეთი ორი გმირის ჯეფირისა და ხოშატის ისტორია, ბევრს შეიძლება არ გაუგია მაგრამ მათ შესახებ ზეპირსიტყიერი ინფორმაციების გარდა ლიტერატურულ წყაროებშიც ყვებიან, მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილი, ისტორიკოს-გეოგრაფოსი ჯეფირზე წერს რომ ძალიან დიდი ადამიანი იყოო და სწორედ მის საფლავის კვალს მივაკვლიეთ, რომელიც როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელმა: არქეოლოგმა შოთა ირემაშვილმა ამიხსნა გაუძარცვავთ კომუნისტებს, მაშინ ანომალიური მოვლენები ასე იმალებოდა, ხოსატიც ძალიან დიდი სამ მეტრამდე ყოფილა მისი საფლავიც გაუზარცვავთ და ეს ორივე დიდი და საინტერესო კვლევის ობიექტია, მინდა გაგრძელდეს ეს ძიება და შედეგამდე მივიდე. რაც მთავარია დიდი მადლობა ყველა მეცნიერს, რომელიც ამ თემებზე მუშაობის პროცესში დამეხმარნენ.
  • ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ. ლელა, თქვენ მუშაობდით ტელეკომპანია „კავკასიაზე“ და გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ დატოვეთ ტელეკომპანია. რატომ?
  • გადაცემა „თქვენი დრო“ რომელიც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში 2 წელი პირდაპირ ეთერში გადიოდა და რომლის წამყვანი მე ვიყავი თავისი თავი ამოწურა. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობდა და მადლობა ნინო ჯანგირაშვილს.
  • ახლა ვინ წაიყვანს ამ გადაცემას?
  • ვერ გეტყვი, ისიც არ ვიცი ეს გადაცემა როგორი ფორმატით გააგრძელებს მუშაობას. მე, შემომთავაზეს რომ ახალი სეზონიდან გამეგრძელებინა მუშაობა, თუმცა უარი განვაცხადე.
  • რატომ?
  • შემოთავაზება მივიღე ტელეკომპანია "იმედიდან".
  • კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ და რომელ გადაცემაში გიხილავთ?
  • რაამდენიმე თვის წინ დამირეკა გია ჯაჯანიძემ, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც დააფასა ჩემი აღმოჩენები და "სხვა რაკურსში" მიმიწვია. სწორედ, ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერის მეორე დღეს „ფეისბუკში“ მომწერა პროდიუსერმა, მაია სტეფნაძემ, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ: „ახლა კარაგდ მოგისმინეო და თემები, რომლებზეც შენ მუშაობ ჩემთვის ახლობელია და იქნებ შევხვდეთო''. ჩემი გაბრწყინებული სახე უნდა გენახათ, როცა ეზოთერიკაზე, მეგალითურ, ციკლოპურ ნაგებობაზე, გოლიათების ძვლების აღმოჩენაზე ვმუშაობ და ასეთი რეიტინგული მეგა პროდიუსერი (არ ვაჭარბებ) გთავაზობს თანამშრომლობას, ალბათ ხვდები რა ბედნიერი ვიქნებოდი. ჩვენ დავმეგობრდით და ამ რთული თემების ირგვლივ კომპეტეტნტურ ადამიანებთან _ მეცნიერებთან, ეზოთერიკებთან დავიწყეთ თანამშრომლობა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ყოველგვარი პირფერობის გარეშე, რომ მაია სტეფნაძე ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა ადამიანი, ვისთანაც ის ვარ როგორიც ვარ ცხოვრებაში, სხვანაირად მასთან ვერც იმუშავებ. აქ ჩვენი გზები გადაიკვეთა და რამდენიმე თვის წინ მიღებული შემოთავაზება „სხვა რაკურში“ გადასვლის შესახებ გადაწყდა.

მიყვაარს ყველაა ის ადამიანი, ვისაც სხვისი ნიჭის იმ ჭრილში დანახვა და აღიარება შეუძლია. ყველამ ყველაფერი ბუნებრივია არ შეიძლებაა იცოდეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა ვყავდეთ. ვნახოთ, ამ რეიტინგულ გადაცემაში, შევძლებ თუ არა ბევრი საინეტერსო თემების მომზადებას. რაც მთავარია აქტიურ ჟურნალისტიკას კვლავ დავუბრუნდი. ყველა ჩემს ერთგულ მაყურებელს კი დიდი მადლობა. ბევრი მირეკავს და მეკითხება სად ვარ. მე ახლა, გია ჯაჯანიძის შოუში „სხვა რაკურსში", სხვა რაკურსით დაგანახებთ მისტიკურ სამყაროს.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge