თეირანში ხანძრის შედეგად კორპუსი ჩამოინგრა (VIDEO)
- მსოფლიო
- 19.01.2017
- 14:22
უბედური შემთხვევა თეირანში. ირანის დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შენობის ნანგრევებში სავარაუდოდ 30-მდე მეხანძრე, 2 კორესპონდენტი და კორპუსის რამდენიმე მცხოვრებია მოყოლილი. 17-სართულიან შენობას ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე 200-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული. შენობის ჩამონგრევა პირდაპირ ეთერში ტელეკამერებმა დააფიქსირა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200