png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზაზა ფაჩულია NBA All-Star-ის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

  • სპორტი
  • 20.01.2017
  • 10:11
ზაზა ფაჩულია NBA All-Star-ის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

ზაზა ფაჩულია NBA All-Star–ის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა. 

ხმის მიცემის  შედეგები  NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გულშემატკივართა 1 528 941 ხმის რაოდენობით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები „ოლ სტარში“ მოსახვედრად საკმარისი არ იყო. ფანების წილი 50% იყო, მეორე 50 %–ი კი მედიის, კალათბურთელებისა და მწვრთნელების.

თუმცა, ფაჩულიას თამაშში მონაწილეობის შანსი მაინც აქვს.

„ოლ სტარის“ მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. 

დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

გულშემატკივრების, NBA-ის უკვე არსებული მოთამაშეებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ შედგენილი გუნდების სასტარტო ხუთეულები:

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

იანის ანდეტოკუნმპო

ჯიმი ბატლერი

დემარ დეროუზენი

კაირი ირვინგი

ლებრონ  ჯემსი

 

დასავლეთ კონფერენცია

ენტონი დევისი

სტეფ კარი

კევინ დურანტი

ჯეიმს ჰარდენი

კავაი ლეონარდი

 

66-ე NBA All Star-ის პირველი თამაში ახალ ორლეანში Smoothie King Center-ში 19 თებერვალს შედგება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge