ბრაზილიაში ”ლამბადას” შემსრულებლის დამწვარი სხეული იპოვეს
- მსოფლიო
- 20.01.2017
- 12:36
ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ცნობილი მომღერალი ლოალვა ბრაზი, რომელიც სანაპიროზე სასტუმროებს ფლობდა, მოკლულია.
მომღერლის ცხედარი რიო-დე- ჟანეიროს შტატის ქალაქ საკუარემაში იპოვეს. ლოალვას დამწვარი სხეული მის საკუთარ ავტომობილში აღმოაჩინეს. მანამდე მის სახლთან ორი უცნობიც შენიშნეს. ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. განიხილება მკვლელობის ვერსია.
ლოალვა ბრაზი რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა, თუმცა წარმატებას საფრანგეთში მიაღწია. მან 1989 წელს ფრანგულ პოპ-ჯგუფთან ერთად ჩაწერა სიმღერა ”ლამბადა”, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჰიტ-პარადების მწვერვალიდან არ ჩამოდიოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სიმღერა ბოლივიური ჯგუფის Kjarkas-ის კომპოზიციის პლაგიატი იყო. სასამართლომ ლაოლვასა და მის ჯგუფს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200