png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლევან იზორია: „საქართველოდან შორს თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს“

  • თავდაცვა
  • 31.01.2017
  • 12:56
ლევან იზორია: „საქართველოდან შორს თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს“

„თითოეული თქვენთაგანი ამტკიცებს იმ საქმეს, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჰქვია. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ სწორედ თქვენი თანადგომით და თანამონაწილეობით ჩვენ მათთან ერთად ვამტკიცებთ მსოფლიოში უსაფრთხოებას. ამიტომ ვართ სანდო პარტნიორები. დარწმუნებულები იყავით, რომ მართალია საქართველოდან შორს, მაგრამ თქვენ აკეთებთ ყველაზე ეროვნულ საქმეს. დღეს თუ ყველაზე მეტად არის ქართველი საქართველოს დროშით დაფასებული, ეს თითოეული თქვენთაგანია“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

გაცილების ცერემონიალი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრელიაში გაიმართა.  ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ოცეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა და საერთაშორისო ოპერაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „დღესII ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მნიშვნელოვან მისიას იწყებს. ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და პრაქტიკულად, იმ პროცესის განმტკიცებაა, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, განმტკიცება იმ მხარდაჭერისა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენ პარტნიორებთან ერთად და ვამტკიცებთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის ნაწილიც გვინდა გავხდეთ“.

ქართველი სამხედროების დასამშვიდობებლად ალექსეევკაში მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე იმყოფებოდნენ. მათ მშვიდობისმყოფელების მისიის წარმატებით განხორციელება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

„დღეს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ბანგიში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული მიემგზავრება. მინისტრი იზორია და მე აეროპორტში მოვედით, რათა ქართველ სამხედროებს დავემშვიდობოთ და მშვიდობიანი ფრენა ვუსურვოთ. ვფიქრობ, მისია, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები ერთვებიან, ძალიან მნიშვენლოვანია. როგორც იცით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილ წვლილს ფრანგ სამხედროებთან ერთად. ვფიქრობ, ასეთი სახის ოპერაციები ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აახლოებს და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა. გასული წლის აპრილში, როდესაც თქვენი პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა, ეს თემა ორმხრივი დისკუსიების მთავარი საკითხი იყო,“ - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.    

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართული კონტინგენტი, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 4-კვირიანი გადასროლისწინა მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. მათ პატრულირება, საგუშაგოების და საპატრულო ბაზის მოწყობა, ჩხრეკა-კორდონის ოპერაციები, საცეცხლე მომზადება, პირველადი სამედიცინო  მომზადება და ფსიქოლოგიური ტესტირება გაიარეს. ნაკრები ოცეულის შემადგენლობაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვთ. სხვადასხვა დროს ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ჩართულები იყვნენ ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge