primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ვახტანგ ხმალაძე: ზღვარს, გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლეზე ზემოქმედებას შორის, კანონი ავლებს

  • პოლიტიკა
  • 22.09.2015
  • 16:42
ვახტანგ ხმალაძე: ზღვარს, გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლეზე ზემოქმედებას შორის, კანონი ავლებს

მოსამართლეზე ზემოქმედება კანონით ისჯება და ზღვარს, გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლეზე ზემოქმედებას შორის, კანონი ავლებს, - ამ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აკეთებს.

ხმალაძის თქმით, თუ ვინმე რაიმე ფორმით მოსამართლეზე ზეწოლას შეეცადა, აქ სამართლადამცავი ორგანოები უნდა ამუშავდნენ და ასეთ პირს პასუხი მოეთხოვოს.

"ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლეზე ზემოქმედებას შორის კანონი ავლებს, რომელიც ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, აზრი თავისუფლად გამოხატოს. მეორე მხრივ, როცა მოსამართლეებზეა საუბარი, კანონი ამბობს, რომ მოსამართლეთა საცხოვრებელ ადგილთან, სამუშაო ადგილთან მიტინგების მოწყობა არ შეიძლება. არ შეიძლება მოსამართლეზე ზემოქმედება. რაც შეეხება მუქარას, ეს არ შეიძლება არც თქვენს, არც ჩემს, არც მოსამართლის და არავის მიმართ, ანუ ეს არის აკრძალული და თუ ასეთი რამ მოხდა, არის დარღვევა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიაჩნია სწორად, მას მიაჩნია, რომ ეს მოსამართლე არის ასეთი თუ ისეთი – როგორც შეუძლია ეს თქვას პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე, პარლამენტის წევრზე, მინისტრზე, მაგრამ არ შეუძლია ეს თქვას თქვენზე, რადგან ისინი საჯარო პირები არიან. საჯარო პირების მიმართ თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია და საჯარო პირი ვერც იჩივლებს ამის გამო", - განუცხადა ჟურნალისტებს ხმალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge