png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნიკა გვარამია: თუ დამაკავეს, ჩემ მოვალეობას შეასრულებს ზაალ უდუმაშვილი

  • საზოგადოება
  • 30.10.2015
  • 13:28
ნიკა გვარამია: თუ დამაკავეს, ჩემ მოვალეობას შეასრულებს ზაალ უდუმაშვილი

 რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.  

ნიკა გვარამია აცხადებს ყველა ჩვენებას, რომელიც მისთვის ცნობილია.

"მე ვიცი რას ნიშნავს ხელისუფლების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება, მე თავად ვიყავი ამ შეთქმულების მსხვერპლი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოშიი მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ამის გამო ჩემი ოჯახი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მე თავად ვიყავი სახელმწიფოს წარმომადგენელი, როდესაც 2007 წელს საქართველოში იგეგმებოდა სახელმწიფო შეთქმულება და გადატრიალება და ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისთვის სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ყოფნა. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მუშაობს სახელმწიფო უწყებებში, იძიებს და აკეთებს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. თუ ვინმეს, ამ ქვეყანაში უნდა სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ის უნდა დაისაჯოს აუცილებლად, ყოველთვის, ამ მთავრობის თუ ნებისმიერი მთავრობის დროს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში - ეს არის ხალხის მიერ არჩეული ძალა და ხელისუფლების დამხობა არის ხალხის ნების წინააღმდეგ სვლა. ოღონდ, საკუთრივ ხელისუფლებასაც უნდა ახსოვდეს, რომ ის პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და ხალხის წინააღმდეგ სვლა მისთვისაც არის დანაშაულებრივი.

ამიტომ მოვუწოდებ ყველა საგამოძიებო და ძალოვან სტრუქტურას, მოექცეს სამართლის მოთხოვნის ჩარჩოებში, ნუ გახდება კონკრეტული პირების ბრძანებების აღმასრულებელი და ნუ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს. ეს არის მათი ვალდებულება, რომელის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი მკაცრად აგებენ კანონის წინაშე პასუხს და წარსდგებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე და არა მოსამართლე ურთმელიძის სასამართლოს წინაშე. ქვეყანაში ისედაც ძალიან მძიმე და დაძაბული სიტუაციაა.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, იფიქრონ საკუთარი გამოხატვის იმგვარ ფორმებზე, რომელიც ამ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად არ დაძაბავს და არ მიიყვანს მოვლენების ესკალაციამდე, როდესაც ერთის მხრივ, ხელისუფლებას სხვა გზა არ რჩება, გარდა გადამწყვეტი ქმედებებისა და მეორეს მხრივ, თავად პოლიტიკოსები შედიან იმგვარ ჩიხში, როდესაც სხვა გზა არ რჩებათ, გარდა გადამწყვეტი მოქმედებისა. ნუ მივალთ გადამწყვეტი მოქმედებების ეტაპზე. ეს არ აძლევს ხელს არცერთ მხარეს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენის მხრივ, მოვლენებს გავაშუქებთ ისე, როგორც ვხედავთ და როგორც მიგვაჩნია საჭიროდ. ეს არის ჩვენი უფლება და კონსტიტუციით გარანტირებულია ეს უფლება. ამიტომ, ყველაფერს ვიზამთ, ბოლომდე დავიცვათ კომპანია და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე.

იმ შემთხვევაში თუ მე ვრჩები დღეს საგამოძიებო უწყებაში. რადგან, ყოფილა ასეთი შემთხვევა, როდესაც შევედი და ვეღარ გამოვედი, ჩემს მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ამ კომპანიის მთავარი სახეა. ოღონდ, არავის ქონდეს იმის იმედი, რომ ჩემი გასვლით და ზალიკოს დარჩენით რაიმე შეიცვლება. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით კომპანიის ინტერესების სადარაჯოზე. არაფერი თქვენი განზრახვებიდან, ძვირფასი საქართველოს ხელისუფლებავ, არ გამოვა. რუსთავი 2 ჩვენია," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge