png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

“ვისოლმა“ საწვავის ინოვაციური ბარათის „ვისოლ ქარდის“ პრეზენტაცია ინოვაში მოაწყო

  • ბიზნესი
  • 31.10.2015
  • 13:21
“ვისოლმა“ საწვავის ინოვაციური ბარათის „ვისოლ ქარდის“ პრეზენტაცია ინოვაში მოაწყო

“ვისოლმა” ქართულ ბაზარზე საწვავის შესყიდვის ინოვაციური ფორმა დანერგა და მომხმარებელს საშუალება მისცა პლასტიკური ბარათის - „ვისოლ ქარდის“ მეშვეობით საწვავი ელექტრონულად, „ვისოლის“ ვებ გვერდის ან TBC PAY-ს აპარატების დახმარებით შეიძინოს და წინასწარ დაგეგმოს მგზავრობის ხარჯები. ამავდროულად, „ვისოლ ქარდის“ მფლობელები მუდმივად სარგებლობენ 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლებით შესყიდული საწვავის მოცულობიდან გამომდინარე. ახალი ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაცია „ვისოლმა“ კაფე „ინოვაში“ მოაწყო.

““ვისოლი“ ინარჩუნებს ინოვატორის სტატუსს ქართულ ნავთობბაზარზე და კიდევ ერთ მაღალტექნოლოგიურ სერვის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. საწვავის შესყიდვის ახლებური ფორმა - „ვისოლ ქარდი“ ფიზიკურ პირებს საშუალებას მისცემს კომფორტულად, დამატებითი დროის დახარჯვის გარეშე ელექტრონულად შეიძინონ საწვავი, წინასწარ განსაზღვრონ საწვავის ბიუჯეტი, რომ არ აღმოჩდნენ მოულოდნელი ხარჯების პირისპირ და არ იყვნენ დამოკიდებულნი ავტოგასამართ სადგურზე მისვლისას ნაღდი ფულის ქონაზე. 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლება კი ერთგული მომხმარებლისთვის „ვისოლთან“ ურთიერთობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ ქარდზე“ შეიძლება ჩაიტვირთოს სასურველი რაოდენობის ნებისმიერი ტიპის პროდუქტი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან კომპანიის ოფისში მისვლის გარეშე. „ვისოლ ქარდი“ ხარჯების კონტროლის უნიკალური საშუალებაცაა, რადგან მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ვირტუალური ანგარიშით შესაძლებელია შეძენილი პროდუქტის რაოდენობისა და ნაშთის შემოწმება.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. 2001 წელს „ვისოლი“ იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, კორპორაციული ჩიპური ბარათი დანერგა და 2009 წლიდან კორპორაციულ მომხმარებელს უკვე ავტოპარკის მართვის უნიკალურ GoLive სატელიტურ სისტემას სთავაზობს; 2013 წელს კი კომპანიამ ავტოგასამართი სადგურების მთელს ქსელში პირველად საქართველოში საწვავის მიწოდების უახლესი ტექნოლოგია - ავტომატიზაციის სისტემა დანერგა, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლისა და 100% სიზუსტით მიწოდების დამატებითი მაღალტექნოლოგიური გარანტიაა. შესაბამისად, „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge