ანუკი არეშიძეს რუსეთში მაღაზიები არ გაუხსნია
- ეს საინტერესოა
- 31.10.2015
- 12:42
„პრაიმნიუსჯორჯიაში“ გასული მასალა სახელწოდებით, კახა კალაძის მეუღლემ რუსეთში მაღაზიები გახსნა, - სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც დიზაინერ არეშიძის წარმომადგენელმა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას განაცხადა, ბრენდ ANOUKI-ის, რუსეთის არცერთ ქალაქში არ აქვს მაღაზია და არც აპირებს გახსნას.
„ჩვენი პროდუქცია იყიდება მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის რამოდენიმე მულტი-ბრენდულ მაღაზიაში, სხვა ქართველ დიზაინერებთან ერთად. ასევე ANOUKI-ის პროდუქცია იყიდება ჰონგ-კონგის და ტოკიოს მულტი-ბრენდულ მაღაზიებში. ასევე არასწორია ფაქტი, რომ რუსეთში ვგეგმათ ჩვენების გამართვას“, - გვითხრა ანუკი არეშიძის წარმომადგენელმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200