png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლევან და გია ყარამანიშვილების საგანგებო განცხადება

  • საზოგადოება
  • 01.11.2015
  • 10:51
ლევან და გია ყარამანიშვილების საგანგებო განცხადება

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ამ განცხადების გაკეთებას გვაიძულებს ის უკანონობა, უსამართლობა და ძალადობა, რომელიც ხორციელება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მიზნით. ეს ძალადობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება უკვე 3 წელია მიზანმიმართულად ახორციელებსრუსთავი 2-ის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად და კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ყველას კარგად გვახსოვს ზეწოლა სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიაზე, სარეკლამო ბაზარზე კონტროლის დამყარების მიზნით; ფარული კამერების აღმოჩენა ტელეკომპანიაში, რაც დღემდე არ გამოძიებულა; ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება სრულიად აბსურდული ბრალდებით; სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, რომელიც ხელისუფლების აღიარებით იმთავითვე რუსთავი 2-ის, როგორც ერთადერთი ფინანსურად დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ იყო მიმართული; ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოსყიდვის მცდელობა. ხოლო როცა ამან დასახული შედეგი ვერ გამოიღო, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი და მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელად შევარჩიეთ მენეჯერული გამოცდილებისა და იურიდიული კვალიფიკაციის გათვალისინებით, სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინს და პირნათლად ასრულებს დირექტორის მოვალეობას. რუსთავი 2 უპირობო ლიდერია ქართულ ტელესივრცეში. ტელეკომპანიის საინფორმაციო, პოლიტიკური და გასართობი გადაცემები უმაღლესი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით სარგებლობს, რაც თითოეული ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის და სხვა თანამშრომლების დაუღალავი შრომის, პროფესიონალიზმისა და სამოქალაქო სიმამაცის შედეგია. სარედაქციო პოლიტიკას თავად ტელევიზია განსაზღვრავს ჩვენი საერთო ევროატლანტიკური ფასეულობების ფარგლებში, რომელთაგან ტელევიზიას არასდროს გადაუხვევია. დიახ, რუსთავი 2კრიტიკული ტელევიზიაა. ვინ იცის, გაშუქდებოდა თუ არა საყდრისის, პანორამა თბილისის, ეკონომიკური კრიზისისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალური სხვა თემები, რომ არა რუსთავი 2. სწორედ ამიტომ უნდა ტელევიზიის ხელში ჩაგდება ხელისუფლებას. ხელისუფლებას სურს, რუსთავი 2 მაამებლურ მედიასაშუალებად აქციოს და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის საყვარელ ანტისადავლურ მედიასაშუალებებს დაამსგავსოს. ჩვენი პოზიციის სამართლებრივი სიმყარე აშკარაა ყველა კეთილსინდისიერი ადამიანისთვის. მაგრამ საკითხს აქვს სუფთად პრაგმატული მხარეც: დღეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობია უშუალოდ მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის - ისეთირუსთავი 2, როგორიც გვაქვს დღეს, თუ ისეთი, როგორადაც ხელისუფლებას სურს აქციოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ამ ეტაპზე კლასიკური რუსული რეიდერული სტილის შეტევა, საბოლოოდ, რუსთავი 2-ს საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაზ ურთმელიძე მიიღებს წინასწარ დაანონსებულ უკანონო გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან, ჩვენი საკუთრების უფლება აღდგება - ჩვენ ვერ წაგვართმევენ რუსთავი 2-ს, ქვეყანას კი შეიძლება წაართვან წარმატებული მომავლის შანსი. მადლობა ყველას, ვინც დგას ტელეკომპანიის გვერდით. თქვენ გვიცავთ ჩვენ და ამით, იცავთ საკუთარ მომავალს." 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge