png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ეწვია

  • თავდაცვა
  • 03.04.2017
  • 12:20
საქართველოს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ეწვია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ინე ერიქსენ სორეიდესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

ნორვეგიელი მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა.

ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და მომავალში, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ნორვეგიული მხარის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე საუბრისას, ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილ უდიდეს წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობაზე გაამახვილა. მან JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიელი ექსერტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმარს სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების ინიციატივით მიმართა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან.

ინე ერიქსენ სორეიდესთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვა, დემოკრატიული რეფორმების გაგრძალების პროცესში ქვეყნის მტკიცე ნება გამოხატა და ნორვეგიულ მხარეს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა.

ლევან იზორიამ კოლეგა ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით მოიწვია. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ხუთი წელია გრძელდება. თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში პრიორიტეტულ მიმართულებებს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროში ნორვეგიის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი შეხვედრას პრეზიდენტთან გამართავს. ნორვეგიელი სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრებიან. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge