უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა ყირიმს ელექტრონერეგიის მიწოდება შეუწყვიტოს
- მსოფლიო
- 23.09.2015
- 10:24
უკრაინის ხელისუფლებამ უახლოეს ხანებში შესაძლოა ყირიმის სასურსათო ბლოკადის შემდეგ მას ელექტრონერეგიის მიწოდება შეუწყვიტოს. ამის შესახებ რადას დეპუტატმა ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ რეფატ ჩუბაროვმა უკრაინის ტელევზიას „მეხუთე არხს“განუცხადა.
„არ გამოვრიცხავ, რომ აქციის მეორე ეტაპი ელექტროენერგიის შეწყვეტა გახდეს,“ - განაცხადა დეპუტატმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 სექტემბერს დაიწყო ყირიმელი თათრების ორგანაზიებული ყირიმის სასურსათო ბლოკადა, რომელსაც ხელმძღვანელობენ პარლამენტის დეპუტატები რეფატ ჩუბაროვი და მუსტაფა ჯემილევი.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ამ აქციის მიზანი უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებაა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200