png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მარცხიანი, მაგრამ იმედისმომცემი სტარტი

  • სპორტი
  • 01.06.2017
  • 15:26
მარცხიანი, მაგრამ იმედისმომცემი სტარტი

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოში გუშინ დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატი საკმაოდ ხარისხიანი, მაგრამ წარუმატებელი თამაშით გახსნა. უმცროსი ბორჯღალოსნები ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში არგენტინის ნაკრებთან დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში ქართველმა ახალგაზრდებმა მეტოქის 3 ლელოს და 1 გარდასახვას, გელა აფრასიძის 4 ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და შესვენებაზე 5-ქულიანი ჩამორჩენით (12:17) გავიდნენ.

მეორე ტაიმში ორივე ნაკრებმა 2-2 ლელო მიითვალა, თავისი ზუსტი გარდასახვებით. არგენტინელებმა კი პირველი ნახევრის უპირატესობა 2 ჯარიმის ხარჯზე კიდევ 6 ქულით გაზარდეს და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა საბოლოოდ 26:37 წააგო.

უმცროს ბორჯღალოსანთაგან ლელოები გიორგი კვესელაძემ და უჩა ჭეიშვილმა გაიტანეს. პირველად ბურთი აფრასიძემ გარდასახა, ხოლო მეორედ - გიორგი გოგოლაძემ.

მატჩის მიწურულს, ქართველ მორაგბეებს რეალური შანსი ჰქონდათ, კიდევ ერთხელ შეეტანათ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, რაც 7 ქულაზე ნაკლებით წაგების და შესაბამისად, ბონუს-ქულის მოპოვების საშუალებას მისცემდათ, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს.

საქართველო და არგენტინა C ჯგუფში გამოდიან. იქვე არიან სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებებიც, რომლებიც ჩემპიონატის საწყის შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ფრედ - 23:23 ითამაშეს.

გუშინვე, პირველი ტურის კიდევ ოთხი მატჩი გაიმართა. A ჯგუფში ინგლისმა 57-ქულიანი უპირატესობით აჯობა სამოას, ანგარიშით 74:17, ხოლო ავსტრალიამ უელსი დაამარცხა - 24:17.

B ჯგუფში ახალმა ზელანდიამ შოტლანდიას მოუგო - 42:20. დღის მთავარი სენსაცია კი იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებმა შემოგვთავაზა ირლანდიის ძლევით - აპენინელებმა 22:21 იმარჯვეს.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელსაც თბილისი და ქუთაისი მასპინძლობს, მონაწილეობას 12 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები იღებს.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები 4 ივნისს გაიმართება და საქართველოს ნაკრები ისევ ავჭალის სტადიონზე, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

ლუკა ქარსალაძე, პრაიმნიუსჯორჯია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge