png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზაზა ფაჩულია დაბრუნდა, „გოლდენ სტეიტი" დაწინაურდა

  • სპორტი
  • 02.06.2017
  • 15:26
ზაზა ფაჩულია დაბრუნდა, „გოლდენ სტეიტი" დაწინაურდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალი დაიწყო და დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტ უორიორზმა" ტიტულისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

დღეს, დილაადრიან დასრულდა ფინალური სერიის პირველი მატჩი და ოკლენდელებმა საშინაო არენაზე NBA-ს მოქმედ ჩემპიონს - „კლივლენდ კავალიერსს" საკმაოდ ადვილად აჯობეს.

ქუსლის ტრავმით გამოწვეული რამდენიმემატჩიანი პაუზის შემდეგ, „გოლდენ სტეიტს" დაუბრუნდა ზაზა ფაჩულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაში ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში დაიწყო. სულ კი მოედანზე 14:26 წუთი გაატარა და თავი 8 ქულით და 6 მოხსნით გამოიჩინა.

კლივლენდელთა ცენტრმა ტრისტან ტომპსონმა კი თამაში უქულოდ ჩაამთავრა და ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ფაჩულიას დამსახურებაა.

„გოლდენ სტეიტმა" ოთხივე პერიოდი მოიგო. დიდ შესვენებაზე მასპინძლები 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - ანგარიში 60:52 იყო.

მესამე მეოთხედი სტუმართათვის ყველაზე მძიმე გამოდგა - ნბა-ს ჩემპიონი 21 ქულით ჩამორჩა და ბედსაც შეეგუა. საბოლოოდ „გოლდენ სტეიტმა" 113:91 მოიგო.

გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი კევინ დურანტი იყო, 38 ქულით, 8 მოხსნითა და 8 პასით. „კლივლენდ კავალიერსიდან" კი ყველაზე მეტი - 28 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო. ამ მონაგარს მან 15 მოხსნაც დაუმატა, მაგრამ ლებრონის დღევანდელ თამაშს წარმატებულს მაინც ვერავინ დაარქმევს - კლივლენდელთა ლიდერის სროლის სიზუსტე 50%-ს არ აღემატებოდა. ამასთან, ბურთიც უჩვეულოდ ბევრჯერ დაკარგა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი 5 ივნისს, გამთენიას, ისევ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" არენაზე გაიმართება.

 

ლუკა ქარსალაძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge