მოლდოვასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 2:2 დამთავრდა
- სპორტი
- 12.06.2017
- 09:20
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ქართველი ფეხბურთელები დამარცხებას გადაურჩნენ. ვაისის შეგირდები პირველ ტაიმში 2:0 აგებდნენ. მასპინძლებმა მაკარიძის კარში პირველი გოლი მე-15 წუთზე შეაგდეს, 36-ე წუთზე კი ანგარიში 2-მდე გაზარდეს.
მეორე ტაიმი ქართველთა საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. 65-ე წუთზე მოლდოველთა კარში შეცვლაზე შესულმა მერებაშვილმა გაიტანა, 70-ზე კი ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ქართველებს თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა არაბიძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200